მუსლიმთა სამმართველოს 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო საქართველოში ყველაზე დიდი მუსლიმური ორგანიზაციაა და იგი საქართველოში მცხოვრებ როგორც შიიტ, ისე სუნიტ, ქართველ და აზერბაიჯანელ მუსლიმ მრევლს აერთიანებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სრულიად საქართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა, დასავლეთ საქართველოს მუფტმა ბეგლარ ქამაშიძემ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა იასინ ალიევმა.

გამომსვლელებმა სამმართველოს მიერ 2018 წელს გაწეულ საქმიანობის შესახებ ვრცელი მოხსენება წარადგინეს, ისაუბრეს წლის განმვლობაში მეჩეთების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოების, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ. ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში, რელიგიის სფეროში გატარებული რეფორმები, რომლებიც ხელს უწყობს მუსლიმი თემის განვითარებას საქართველოში. მომხსენებლებმა განსაკუთრებული მადლობა გადუხადეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს, მხარდაჭერისათვის და რელიგიის სააგენტოს აქტიური ჩართულობისათვის.

„სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების პარტნიორულ ურთიერთთანამშრომლობასა და სააგენტოს მიერ მუსლიმი თემისათვის განხორციელებულ პროექტების შესახებ ისაუბრა. კერძოდ, ბოლო წლებში მუსლიმ თემს გადაცემული აქვს ორასზე მეტი მეჩეთი და 15 მილიონზე მეტი ფინანსური დახმარება. მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

მუსლიმ თემს სიტყვით მიმართა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარესა და სტუმრებს ჩართულობისათვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მუსლიმი სასულიერო პირები, მრევლი, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, აზერბაიჯანის, ირანის და თურქეთის საელჩოების წარმომადგენლები“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა