რომან კაკულია - დღევანდელ შეხვედრაზე ტაქტიკური  ნაბიჯების დაკონკრეტებაზე ვისაუბრეთ

დღეს დაიწყო საზოგადოებასთან შეხვედრები და მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებზე, გამოწვევების გადაწყვეტის გზების შესახებ იყოს ინფორმაცია მიწოდებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ "ქართული ოცნების" ოფისში განაცხადა, სადაც დღეს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა.

„შეხვედრა ეძღვნებოდა იმ ტაქტიკური ნაბიჯების დაკონკრეტებას, რომელიც უნდა იყოს მთავარი მიზნის განმახორციელებელი, რათა აბსოლუტურად ზუსტად იქნას დანახული შეცდომების ის არეალი, რომელმაც ჩვენთვის გარკვეულწილად მიუღებელი შედეგი დააფიქსირა", - განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, ტაქტიკური ნაბიჯები არ უნდა იყოს მხოლოდ განცხადებები განცხადებებისთვის და შეხვედრები -შეხვედრებისთვის, არამედ საჭიროა საზოგადოებამდე კონკრეტული ობიექტური ინფორმაციის მიტანა.

„ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე გამოწვევა გვაქვს. თემები, რომელიც დაკავშირებული იყო გარკვეულ შეგნებებთან - დაუშვათ კორუფციის არსებობა, სასამართლო სისტემაში და ეკონომიკაში არსებული გამოწვევები - ეს სამი გამოწვევა ცალსახად იყო. მსჯელობის საგანია თუ რა შეიძლება გამოსწორდეს ძალიან მალე. დღეს დაიწყო უკვე საზოგადოებასთან შეხვედრები და მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებზე, აღნიშნული გამოწვევების გადაწყვეტის გზების შესახებ იყოს ინფორმაცია მიწოდებული", - განაცხადა კაკულიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს