რაგბის გულშემატკივრებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე მამუკა ბახტაძე, კახა კალაძე და სალომე ზურაბიშვილი იმყოფებიან

პირველი რესპუბლიკის მოედანზე რაგბის გულშემატკივრებთან ერთად პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებიან. რაგბის გულშემატკივრებს საშუალება აქვთ, მატჩს რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურონ.

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებით დასრულდება.

„წარმატებას ვუსურვებ ჩვენს გუნდს, რასაც ყველა ველოდებით. ძალიან რთული შეხვედრა იქნება, იტალია ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ ვამაყობთ მათი გამარჯვებებით. მთელი თბილისის ახალგაზრდობა აქ არის. ვინც ვერ ახერხებს აქ მოსვლას, ისინი სახლიდან უყურებენ, ყველა ვგულშემატკივრობთ ჩვენს ბიჭებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნული ჰიმნი აჟღერდა. რესპუბლიკის მოედანზე ეროვნული ჰიმნი ანსამბლ „შვიდკაცასთან“ და „ჰერიოსთან“ ერთად გულშემატკივრებმა შეასრულეს.

იხილეთ ვიდეო: "რთული შეხვედრა იქნება, ჩვენ ვამაყობთ მათი გამარჯვებებით" - კალაძე მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ რესპუბლიკის მოედანზე მივიდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს