თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  Lions Clubs International-ის საერთაშორისო პრეზიდენტის მიღების ცერემონია გაიმართება

11 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში Lions Clubs International-ის საერთაშორისო პრეზიდენტის გუდრუნ ბიორტ ინგვადოტირის მიღების ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ცერემონიაზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ლაიონს კლუბების (LCIF) მიერ დაფინანსებული პროექტის „სიბრმავისა და მხედველობის გაუარესების პრევენცია" პრეზენტაცია.

პროექტი მიზნად ისხავს ხელი შეუწყოს ოფთალმოლოგიური მომსახურების გაუმჯობესებას ღარიბ და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოსახლეობაში თბილისში, დმანისსა და ბოლნისში.

„პროექტის მთავარი ფოკუსია გლაუკომის, კატარაქტის, რეფრაქციული მანკებისა და დიაბეტური რეთინოპატიის დროული გმოვლენა, დიაგნოსტიკა და მართვა. პროექტი განხორციელდება რამდენიმე მიმრთულებით:

· სამიზნე მოსახლეობის სკრინინგი, დიაგნოსტირება და მკურნალობა (თერაპიული და ქირურგიული);

· მოსახლეობის ცოდნის ამაღლება სიბრმავის რისკ ფაქტორების და თვალის დაავადების საშიში ნიშნების შესახებ;

· თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის კათედრის ბოლო კურსების სტუდენტების დატრეინინგება მათი პროექტში მოხალისეებად აქტიურად ჩართვის მიზნით.

პროექტის ფარგლებში იგეგმება შემდეგი აქტივობები: სამიზნე მოსახლეოის სკრინინგი და მკურნალობა; „ლაიონსები გლაუკომის შესახებ უკეთესი ცოდნისათვის“ (მსვლელობა, საგანმანათლებლო მასალების გავრცელება მოსახლეობაში); „ლაიონსები კატარაქტის შესახებ უკეთესი ცოდნისათვის“ (მსვლელობა, საგანმანათლებლო მასალების გავრცელება მოსახლეობაში); „ლაიონსები დიაბეტური რეთინოპატიისშესახებ უკეთესი ცოდნისათვის“ (მსვლელობა, საგანმანათლებლო მასალების გავრცელება მოსახლეობაში; „ლაიონსები რეფრაქციული მანკებებისშესახებ უკეთესი ცოდნისათვის“ (მსვლელობა, საგანმანათლებლო მასალების გავრცელება მოსახლეობაში); დიაბეტიანი ბავშვების გასინჯვა ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად; საგანმანათლებლო მასალების გავრცელება სამიზნე მოსალეობაში პროექტით გათვალისწინებული თვალის დავადებებზე მათი ცოდნის ასამაღლებლად; (ბუკლეტები და სამახსოვროები განთავსდება ლაიონსების თვალის კლინიკაში და დმანისის და ბოლნისის პოლიკინიკებში) სკოლებში შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება თვალის ჰიგიენაზე და კარგი მხედველობიის შენარჩუნების გზებზე; სკოლის ბავშვების გამოკვლევა რეფრაქციული მანკების გამოსავლენად; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწონებული საგანმანათლებლო მასალების გავრცელება სკოლებში

Lions Clubs International-ი არის მსოფლიოში ცნობილი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1917 წლიდან დღემდე სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებს ჰუმანიტარულ პროექტებს. ის ამ სფეროში გლობალური ლიდერია. ორგანიზაციის შემოწირულობებით იქმნება ფონდები, რომლებიც სხვადასხვა პროექტებს ხმარდება. ორგანიზაციის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია-სიბრმავისა და თვალის მძიმე დაავადებების პრევენცია, ახალგაზრდა თაობაზე და განათლებაზე ზრუნვა, სტიქიური უბედურებებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, ბავშვთა სიმსივნური დაავადებები, დიაბეტის და მისი თანმხლები გართულებების ადრეული გამოვლენა და პრევენცია, შიმშილის დაძლევა, გარემოს დაცვა. Lions Clubs International-ის ქსელი მოიცავს 200-ზე მეტ ქვეყანასა და გეოგრაფიულ ზონას. მასში გაერთიანებულია 1400000 ადამიანი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა