„ბორჯღალოსნები“  იტალიასთან დამარცხდნენ

იტალიაში, ქალაქ ფლორენციის არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ნაკრები იტალიასთან 17:28 დამარცხდა.

ანგარიში საჯარიმოდან მე-10 წუთზე ალანმა გახსნა. შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" შეუტიეს, საჯარიმოს შესრულებაზე უარი თქვეს და მჭედლიძემ ლელო დადო, ხოლო მათიაშვილმა გარდასახვა გამოიყენა. თუმცა, მალე კამპანიარომ მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი დაასრულა, ალანმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მასპინძლები ისევ დაწინაურდნენ - 10:7. 26-ე წუთზე მათიაშვილმა საჯარიმო ვერ გამოიყენა. 27-ე წუთზე მსაჯმა ცუცქირიძე გააძევა.

პირველი ტაიმი იტალიის ნაკრების გამარჯვებით 18-7 დასრულდა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა ლელოთი და გაცუდებული გარდასახვით დაიწყო. ამას მათიაშვილის რეალიზებული საჯარიმო მოჰყვა. მერე ალანმა ლელო დადო, გარდასახვა ვერ გამოიყენა და ანგარიში 28:10 გახდა.

63-ე წუთზე არბიტრმა იტალიელი მორაგბე გააძევა, ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა და - შეხვედრა 28:17 დასრულდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს