ზაზა სარალიძე - მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, მოვიდეს აქ და დაგვეხმაროს კარვების გაშლაში

ზაზა სარალიძე პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლაში პირადად დაეხმაროს.

„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც უნდა, რომ ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი გახდეს - მოვიდეს აქ და ჩვენთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლების აღსრულებაში დაგვეხმაროს. ხომ უნდა პრეზიდენტობა? მოვიდეს აქ და ჩვენ, საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებს დაგვეხმაროს იმ კანონიერი მოთხოვნის შესრულებაში, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. მოვიდეს და პირადად დაგვეხმაროს კარვის გაშლაში", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" მიმდინარეობს, რომელსაც ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაციები უწევენ.

იხილეთ ვიდეო: "ხომ უნდა ჩვენი სარდლობა, მოვიდეს და დაგვეხმაროს კარვის გაშლაში" - სარალიძე ზურაბიშვილის მისვლას ითხოვს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო