გიგი უგულავა - მინდა, რიგით პოლიციელებს ვუთხრა, თქვენ არღვევთ კანონს - შეიძლება ათასნაირი დავალება მოგცეთ ხელმძღვანელმა, რომელიც ახლა აგონიაშია

მინდა რიგით პოლიციელებს ვუთხრა, თქვენ არღვევთ კანონს, რაც მთავარია, ამის შემდეგ, თქვენ გაგიჭირდებათ ჩვეულებრივი ადამიანის უფლების დაცვა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულვამ პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

„მე არ მიყვარს საჯარო მუქარები და ეს არც არის მუქარა. უბრალოდ, მინდა რიგით პოლიციელებს ვუთხრა, რომ ეს არ არის რიგითი შემთხვევა, თქვენ არღვევთ კანონს. რაც მთავარია, ამის შემდეგ, თქვენ გაგიჭირდებათ ჩვეულებრივი ადამიანის უფლების დაცვა. თქვენ უბრალოდ აღარ გამოდგებით პოლიციაში მსახურებისთვის. დაუფიქრდით რას აკეთებთ. შეიძლება ათასნაირი დავალება მოგცეთ ხელმძღვანელმა, რომელიც ახლა აგონიაშია და ათას სისულელეს აკეთებს“, - განაცხადა უგულვამ.

რუსთაველის გამზირზე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე კარვის დადგმის მცდელობას პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოყვა. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.

იხილეთ ვიდეო: "აქ ხალხის ოდენობით ტყუილად ზომავენ, ეს ძალიან მცდარი ილუზიაა, რომელიც მათ გადაიყოლებთ" - გიგი უგულავა რუსთაველის აქციაზე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო