ნინო ლომჯარია- ნებისმიერი მცდელობა, რომ პოლიციამ არ მისცეს ადამიანებს კარვის დადგმის საშუალება, არის გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სახალხო დამცველი მივიდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნებისმიერი მცდელობა, რომ ამ ადამიანებს პოლიციამ არ მისცეს კარვის დადგმის საშუალება, არის გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა.

„ჩვენ არაერთგზის გვაქვს დაფიქსირებული, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შეუზღუდავი უფლება ნებისმიერ ადგილას, სადაც ხელი არ ეშლება ტრანსპორტის მოძრაობას, შეუძლიათ გაშალონ კარავი და თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იმ ფორმით, რასაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ ამ ადამიანებს პოლიციამ არ მისცეს კარვის დადგმის საშუალება, არის გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა. ჩემი რეკომენდაციაა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს სახელმწიფომ მისცეს საშუალება, რომ გამოხატოს პროტესტი იმ ფორმით, რასაც ის თვლის საჭიროდ, თუკი არ არღვევს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, რასაც ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ჰქონდა ადგილი. ამ შემთხვევაში, თუნდაც საახალწლო ღონისძიების გამართვა არ არის ის ლეგიტიმური მიზანი, რითიც ჩვენი მოქმედი კანონდებლობით შეიძლება შეიზღუდოს მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე კარვის დადგმის მცდელობას პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოყვა. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.

იხილეთ ვიდეო: ნინო ლომჯარია - ნებისმიერი მცდელობა, რომ პოლიციამ არ მისცეს ადამიანებს კარვის დადგმის საშუალება, არის გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო