ზაალ უდუმაშვილი - ორი შვილმკვდარი მამა ზის რუსთაველზე სამართლიანობას ითხოვს და კალაძე ეუბნება ნაძვის ხე უნდა დავდგაო -დღეს  ეს ხელისუფლება დასრულდა!

რა ნაძვის ხეზეა დღეს საუბარი. ორი შვილმკვდარი მამა ზის რუსთაველზე, სამართლიანობას ითხოვს და კალაძე ეუბნება ნაძვის ხე უნდა დავდგაო,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფება.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლებას ამაზე პასუხს საქართველოს მოსახლეობა გასცემს. მისივე თქმით, 10 ნოემბერი ხელისუფლების დასრულების დღეა, რაც პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში უნდა გაფორმდეს.

„ეს ხელისუფლება იმყოფება აგონიაში და დღევანდელი დღე არის ამის ნათელი მაგალითი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაშლილ კარვებს ასე ველურებივით დაერივნენ და წალეკეს. შვილმკვდარი მამები ერთი წელია უკვე ქუჩაში დგანან და სამართალს ითხოვენ. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება რაღაცნაირად გვერდში დაუდგეს მათ, მთელი წელია ვისმენთ შეურაცხყოფებს ამ ადამიანების მიმართ. ზაზა სარალიძეს პარტიული კუთვნილება გაუფორმეს და მალხაზ მაჩალიკაშვილი საერთოდ ტერორისტად შერაცხეს. ხელისუფლებას ამაზე პასუხს საქართველოს მოსახლეობა გასცემს. რა ნაძვის ხეზეა დღეს საუბარი. ორი შვილმკვდარი მამა ზის რუსთაველზე, სამართლიანობას ითხოვს და კალაძე ეუბნება ნაძვის ხე უნდა დავდგაო. აი, ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. უგუნურებასაც აქვს სხვათაშორის, საზღვარი და როგორც აღმოჩნდა, ამათ საზღვარი საერთოდ არ აქვთ! ჩემი აზრით, 10 ნოემბერი ამ ხელისუფლების დასასრულის თარიღია, უბრალოდ მეორე ტურში ეს უნდა გაფორმდეს ფორმალურად. დღეს დასრულდა ეს ხელისუფება!" - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე კარვის დადგმის მცდელობას პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა