თამარ ჩუგოშვილი - არ არსებობს ნორმა,  რომელიც კრძალავს კარვის გაშლას თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლის საკითხს ეხმაურება და მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვას.

„არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს კარვის გაშლას თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის ან ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უქმნის რეალურ საფრთხეს. მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნა“, - წერს თამარ ჩუგოშვილი ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე კარვის დადგმის მცდელობას პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა