დავით სერგეენკო ზუგდიდში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ზუგდიდში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შეხვედრა, რუხის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუხში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მშენებლობის დასრულების შემდეგ, კლინიკა, როგორც რუხის და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, ასევე სხვა რეგიონიდან და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება.

მინისტრმა, ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უფასო სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებების გარდა, უკვე იუსტიციის სახლებშიცაა შესაძლებელი. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს სხვა სერვისების პარალელურად, გაიგოს საკუთარი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში. ეს არის უპრეცენდეტო პროგრამა საქართველოს მასშტაბით და მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა კარგად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“,-აღნიშნა მინისტრმა.

დავით სერგეენკომ ასევე ისაუბრა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე. მისი თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების არეალი მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და მოსახლეობა შეღავათიან ფასად მიიღებს მედიკამენტებს. შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა. შეხვედრას, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეები კობა ქანთარია, ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე გიორგი შენგელია და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატი მერაბ ქვარაია ესწრებოდნენ.

დღესვე, მინისტრი კლინიკა "ევექსში" იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა