დავით ბერძენიშვილი -არც ერთი ხელისუფლება არ მახსენდება, რომ შვილმკვდარი მშობლები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ, ეს ივანიშვილმა იკადრა

აქ რომ არ ვიდგეთ და პირველ სკოლასთან დავდგეთ, რას გვიზამენ. ყველგან ნაძვის ხეს ხომ ვერ დადგამს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განუცხადა. მისი შეფასებით, თბილისის მერიის მიერ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის გაგზავნილი წერილი, რომლითაც მათ მერიამ ლოკაციის შეცვლისკენ მოუწოდა, უმსგავსო და სამარცხვინოა.

ამასთან, როგორც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, არც ერთი ხელისუფლების დროს არ მომხდარა, რომ შვილმკვდარი მშობლები ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ.

„თბილისის მერიის წერილი, რომელიც ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს მისწერა, არც ლოგიკური იყო და არც სამართლებრივად სწორი. მეორე მხრივ, პოლიტიკურად ეს იყო უმსგავსო და სამარცხვინო, რომ შვილმკვდარმა მამებმა ჩაიჩოჩეთ, იმიტომ, რომ მე ორი თვით ადრე აქ ნაძვის ხე უნდა დავდგაო. სინამდვილეში მეორე ტურის წინ, აი, ამ ეპიცენტრის ეშინიათ. აქ რომ არ ვიდგეთ და პირველ სკოლასთან დავდგეთ, რას გვიზამენ? ყველგან ნაძვის ხეს ხომ ვერ დადგამს. ეს არის შეშინებული და მფრთხალი ხელისუფლების ნაბიჯები. ეს არც ერთ ხელისუფლებას არ უკადრებია. ყველა ხელისუფლების ოპონენტი ვიყავი და არც ერთი ხელისუფლება არ მახსენდება, რომ შვილმკვდარი მშობლები დაეპირისპირებინათ სხვა შვილმკვდარი მშობლებისთვის. ეს ბიძინა ივანიშვილმა იკადრა. რაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს აკადრა, მას შემდეგ რაც მან ამხელა ნდობა მიიღო ამ ქვეყნისგან, აი ეს მას არ ეპატიება,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა