პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება

პარლამენტის შენობის წინ, ამ დროისთვის აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება. ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ. მათი შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლებამ კვლავ დაარღვიოს აქციის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლება და კარვები აიღოს.

ტერიტორიაზე რჩებიან სამართალდამცველები. ასევე, ადგილზე რჩება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

აქციაზე სიტყვით გამოსვლები დილიდან განახლდება.

აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავ თავისუფლებას“, არასამთავრობო ორგანიზაცების მიერ არის ორგანიზებული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა