უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს! - ამ სახელწოდებით ინტერნეტში სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს! - ამ სახელწოდებით ინტერნეტში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა.

პეტიციის ავტორები აღნიშნავენ, რომ თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა საზოგადოებას აიძულებს, არჩევანი გააკეთოს ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის, ისინი ირჩევენ ადამიანს.

“რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კარლო (კახა) კალაძემ, 16 წლის, სადისტურად მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და სპეცრაზმის მიერ მოკლული 20 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რუსთაველის გამზირიდან პროტესტის გადატანა “სხვა” ადგილას მოსთხოვა, საახალწლო ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების დამონტაჟების “აუცილებლობის” მიზეზით. ჩვენ უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე, თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა გვაიძულებს, არჩევანი გავაკეთოთ ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის, ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე!”, - აღნიშნულია პეტიციის ტექსტში. ამ დროისათვის პეტიციას 2 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა