გიორგი ვაშაძე - ვინ აწყობდა დესტაბილიზაციას, შვილმოკლული მამები თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები?!

ჩვენ გუშინ ღამით კიდევ ერთხელ და საგანგაშო სახით, ხელისუფლების მხრიდან ვნახეთ დანაშაულებრივი ქმედება, - ამის შესახებ “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, შს სამინისტრომ მინისტრისა და “ქართული ოცნების” ლიდერების დავალებით კიდევ ერთხელ სცადა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა და რამდენიმე კანონი დაარღვია. “კერძოდ, მათ დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომლითაც გარანტირებულია შეკრებების თავისუფლება, მათ დაარღვიეს “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” მე-11 მუხლი, რომლითაც ასევე შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლებაა გარანტირებული, ასევე, მათ დაარღვიეს “საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ და ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ხელისშეშლას და სამართდამცავი ორგანოების მხრიდან სრულიად უკანონო ქმედებას. ეს არის კანონდარღვევა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ კანონი თქვენ ხართ, ეს ამ ქვეყანაში ასე არ იქნება. კანონს უნდა ასრულებდეთ თქვენ - თითოეული პოლიციელი, შს სამინისტროს თითოეული წარმომადგენელი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, მან აბსურდული უწოდა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომ უწყებას შესაძლო დესტაბილიზაციის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. “ჩვენ მოვისმინეთ შს მინისტრის განცხადება, რომელიც აბსურდულ საკითხებზე საუბრობს. ვინ აწყობდა დესტაბილიზაციას, შვილმოკლული მამები თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ფაქტობრივად, ერთადერთი გარანტი დარჩნენ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ კანონი დაიცვას?! არ გაგივათ ეს ყველაფერი, ეს არის დანაშაულებრივი ქმედებები, რომელსაც თქვენ ჩადიხართ. არსებობს კონსტიტუცია, კანონი, ნორმები, რომელსაც საქართველოში აბსოლუტურად ყველა უნდა იცავდეს, თქვენ კი გვეუბნებით, რომ კანონი თქვენ ხართ. მეგობრებო, ეს აუცილებლად დამთავრდება და თქვენ ამაზე აუცილებლად მიიღებთ პასუხს. ქვეყანა თქვენს გარეშე გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, რადგან ხელისუფლება, რომელსაც კონსტიტუციის მოთხოვნა არ აინტერესებს და ამ ყველაფერს ყოველდღიურად არღვევს, მოსახლეობის მხრიდან არჩევნების გზით აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს”, - აღნიშნა მან.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე კარვების მიტანის ფაქტი თბილისის მერიის “დამცინავ წერილზე ღირსეული პასუხი იყო”. “ეს იყო ღირსეული პასუხი იმ დამცინავ წერილზე, რომელიც ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ პირადად გაუგზავნა შვილმოკლულ მამებს, რომ თურმე ნაძვის ხეები უნდა დაიდგას და შვილმოკლულ მამებს სამართლიანობის დაცვის და ქვეყანაში კანონის უზენაესობის მოთხოვნა აღარ აქვთ”,- აღნიშნა მან. ამასთან, გიორგი ვაშაძემ სამართალდამცველებს მოუწოდა, მათთვის მიცემული უკანონო დავალებები არ შეასრულონ.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გუშინ, პარლამენტის შენობის წინ 9 კარავი განათავსა. გამთენიისას კი 6 აიღეს, ხოლო სამი აქციის მონაწილეებს, მათი თხოვნის საფუძველზე გადასცეს. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ მთლიანობაში 16 კარავია განთავსებული. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. სოლიდარობის მიზნით ტერიტორიაზე იყვნენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც. ღამემ ექსესების გარეშე ჩაიარა. აქციის ოფიციალური ნაწილი კი დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს