ზაზა სარალიძე - დესტაბილიზაცია რომ მდომოდა, ჩემი შვილის მკვლელებს მის საფლავზე დავაკლავდი და ეს შს მინისტრმა კარგად უნდა გაითვალისწინოს

დესტაბილიზაცია რომ მდომოდა, ჩემი შვილის მკვლელებს ჩემი შვილის საფლავზე დავაკლავდი და ეს შს მინისტრმა კარგად უნდა გაითვალისწინოს, - ასე უპასუხა შს მინისტრის დღევანდელ განცხადებას ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ. მისი თქმით, დესტაბილიზაციის მოწყობა ხელისუფლებას თავად სურს.

„ფართო პოლიტიკური ინტერესების ხომ აქვთ თვითონ?! რატომ არ არიან დასჯილები ჩემი შვილის მკვლელები, როდესაც გახარიას უწყებას მზად აქვს ყველანაირი საბუთი და ყველა დოკუმენტი მის დასაკავებლად?! რატომ იცავს „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი ივანიშვილი ჩემი შვილის მკვლელებს და რატომ ისვრიან ტალახს ჩემსკენ?! ე.ი. დესტაბილიზაციის მოწყობა თავად სურს ხელისუფლებას. დესტაბილიზაციის მოწყობა რომ გვინდოდეს, აქ კი არ ვიდგებით, ამ ყინვაში, ვიცი სადაც უნდა წავიდე და როგორც უნდა ვიმოქმედო და აზრზე მოვიდნენ ჯობია!“, - განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, აქციები გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „მომკლან და დამჩეხონ თუ უნდათ, მაინც არ წავალ! სანამ სამართლი არ აღდგება, აქ ვიქნები. მაქსიმალურად ვცდილობთ კანონის დაცვას, მაგრამ პოლიცია არ იცავს კანონს, მოდის და უკანონოდ ზეწოლას ახორციელებს ჩვენზე. რაც საქართველოს კონსტიტუციამ მოგვანიჭა უფლება, ამ უფლებას არღვევს პოლიცია“, - აღნიშნა სარალიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიციას ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ და აქედან გამომდინარე იმოქმედეს მოქალაქეების უსაფრთხოების შესაბამისად.

„პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა მოქალაქეებისა და აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. მივიღეთ გადაწყვეტილებები და დღეს პარლამენტის წინ ჩვენ ვხედავთ საჭიროზე უფრო მეტ კარავს. პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე, ის გააგრძელებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გავაძლიერებთ შესაბამის დანაყოფებს. მოგეხსენებათ ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ და აქედან გამომდინარე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პირობებშიც პოლიცია სრულად შეასრულებს თავის ფუნქციას - უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, პირველ რიგში აქციის მონაწილეების. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთი ადამიანის ტკივილის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა სახის ინტერესისთვის თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: "დესტაბილიზაცია რომ მდომოდა, ჩემი შვილის მკვლელებს მის საფლავზე დავაკლავდი" - ზაზა სარალიძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო