კახეთში სკოლისა და საბავშვო ბაღის დარბევაში სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის დარბევაში სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდატურეს. დაკავებულს ამ წუთებში პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში კითხავენ.

სავარაუდო დამნაშავის დაკავებას სკოლის დირექტორიც ადასტურებს. გიორგი ბუღრიძის თქმით, პოლიციამ სკოლიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო, რითაც მისი იდენტიფიცირება სამართალდამცველებმა უმოკლეს დროში მოახერხეს. მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს სკოლის დირექტორმა აცნობა. პოლიციამ სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ოპერატიულად დაიწყო.

წუხელ, გვიან ღამით დააზიანეს საჯარო სკოლის ინვენტარი, მათ შორის საარქივო მასალები, ასევე, საბავშვო ბაღის ინვენტარი.

კასრისწყალი სასაზღვრო სოფელია, რომელიც დედოფლისწყაროდან 45 კილომეტრში მდებარეობს, თუმცა, ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: კახეთში სკოლისა და საბავშვო ბაღის დარბევაში სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს