ილია მეორე - მეტეხის ხიდთან სანაპირო მორწყული იყო მოწამეების სისხლით და იქ უნდა იყოს ხეივანი ან ტაძარი, ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი და იმედია, ამაზე იფიქრებს

მეტეხის ხიდთან სანაპირო მთლად მორწყული იყო მოწამეების სისხლით და იქ უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის მერი ამ ინიციატივას გაითვალისწინებს. "მეტეხის ხიდთან სანაპირო მთლად მორწყული იყო მოწამეების სისხლით და მანდ უნდა იყოს ხეივანი ან რაღაც, მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი. ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი. იმედია, ჩვენი მერი იფიქრებს ამაზე. წმინდა 100 ათასი მოწამის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს", - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

ამასთან, ილია მეორის თქმით, 13 ნოემბერს არის წმინდა 100 ათასი მოწამის დღესასწაული. შესაბამისად, მეტეხის ხიდთან საზეიმო პარაკლისი შესრულდება. "მომავალ სამშაბათს 100 ათასი მოწამის დღესასწაულია. მეტეხის ხიდზე 17:00 საათზე შესრულდება საზეიმო პარაკლისი და შევთხოვთ წმინდა მოწამეებს, რომ მშვიდობა მოგვავლინოს ღმერთმა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ილოცოთ საქართველოს მშვიდობისთვის", - მიმართა მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა.

იხილეთ ვიდეო: ილია მეორე - "მეტეხის ხიდთან სანაპირო მორწყული იყო მოწამეების სისხლით და იქ უნდა იყოს ხეივანი ან ტაძარი"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა