აეროდრომის ორ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

თბილისის საკრებულოს მესამე მასივის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი დოხტურიშვილის შუამდგომლობით, რაიონის გამგეობა აეროდრომის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაიწყებს.

საკრებულოს ინფორმაციით, პროექტის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას საკრებულოს მესამე მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი დოხტურიშვილმა, პარლამენტარმა ირაკლი აბუსერიძემ და სამგორის რაიონის გამგებელმა, კახაბერ გულედანმა მიაწოდეს.

როგორც გიორგი დოხტურიშვილმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, აეროდრომის VI და IV ქუჩებზე მოეწყობა ასფალტის საფარი, 176-ე სკოლის ტერიტორიაზე კი გაკეთდება ბავშვთა გასართობი და ახალი სპორტული მოედნები.

„აღნიშნულ მისამართებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 1970 წლიდან დღემდე გადაუჭრელი პრობლემა იყო. წინასაარჩევნო დაპირებისამებრ, ჩვენ ვიწყებთ სამუშაოებს, რომელიც აღნიშნული ტერიტორიის მასშტაბურ განახლებას ითვალისწინებს“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წლის თებერვლიდან დაიწყება,

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს