ლევან კობერიძე -  „ქართულ ოცნებას“ სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციასთან „მე მჯერა ივანიშვილის“ არანაირი შემხებლობა არ აქვს

„ქართულ ოცნებას“ სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციასთან „მე მჯერა ივანიშვილის“ არანაირი შემხებლობა არ აქვს, - ასე ეხმიანება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციას „მე მჯერა ივანიშვილის“.

„ამ აქციასთან დაკავშირებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ ის არანაირ შემხებლობაში არ არის წინასაარჩევნო კამპანიასთან, რომელსაც აწარმოებს ჩვენი გუნდი, შესაბამისად, ჩვენ ვართ მმართველი გუნდი და აქციების მოწყობა ჩვენი მოსახლეობისთვის არ გვჭირდება. ჩვენ გვაქვს კამპანია, რომელსაც ვაწარმოებთ, სადაც კეთდება ყველა განცხადება, რომელიც საჭიროდ მიგვაჩნია. რაც შეეხება ორგანიზატორებს, არ ვიცი ვინ არიან ორგანიზატორები და შესაბამისად არანაირი შემხებლობა „ქართული ოცნებას“ და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არც ჩვენს მხარდამჭერებს, ამ აქციასთან არ აქვს“,- განმარტა ლევან კობერიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა