ნინო ბურჯანაძე - ის, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედიის კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის მიწერას ცდილობს, ჩვენი, პოლიტიკოსების "დამსახურებაც" არის

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ტრაგედიის კონკრეტული პოლიტიკურ პარტიისთვის მიწერას ცდილობს, ეს პოლიტიკოსების "დამსახურებაც" არის. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათ ნინო ბურჯანაძისა და მისი გარშემომყოფების მხარდაჭერა დასჭირდებათ, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შეუძლიათ, ამის იმედი ჰქონდეთ.

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არანაირ პოლიტიკურ კუთვნილებას და ის, რომ ვიღაცები ხელისუფლებიდან ცდილობენ, რომ ამ ადამიანების უბედურება რაღაც პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ კონიუნქტურას მიაწერონ, სხვათა შორის, ეს ჩვენი, პოლიტიკოსების დამსახურებაც არის. თუ საჭირო იქნება და ამ ადამიანებს ჩემი და ჩემი ირგვლივ მყოფების თანადგომა დასჭირდებათ, მე მათ დღესაც ვუთხარი, რომ შეუძლიათ, ჩვენი იმედი ჰქონდეთ“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა