სანდრა რულოვსი - 6 წელი დაიკარგა, რომელიც უნდა ანაზღაურდეს

არჩევანი მარტივია, მხოლოდ ორი კანდიდატი დარჩა. ამ ორ კანდიდატს შორის არის დიდი სხვაობა - ერთი არის წინსვლა, მეორე უკუსვლა, - ასე მიმართა ბათუმში, „გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა. მისი თქმით, 6 წელი დაიკარგა, რომელიც უნდა ანაზღაურდეს.

„არჩევანი მარტივი გახდა - მხოლოდ ორი კანდიდატი დარჩა. ამ ორ კანდიდატს შორის არის დიდი სხვაობა - ერთი არის წინსვლა, მეორე უკუსვლა. ბევრი წელი, 6 წელი არის დაკარგული, რომელსაც ავანაზღაურებთ. რატომ არ გვაქვს დრო, რომ მოვითმინოთ 2030 წლამდე?! თუმცა ახლა იძახის 1 წელში ყველაფერს მოვაგვარებო... იმიტომ, რომ ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, რომ ქვეყანაში იმედი იყოს, სიცოცხლის ნაპერწკალი იყოს ხალხის თვალებში. ქვეყანა გაჩერებულია და უკან მიდის. ჩვენ ყველასთვის გვინდა წინსვლა, მშობლებისთვის, შვილებისთვის, ბებია-ბაბუებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ იმ მშენებლობას, რომელიც გვენატრება“, - განაცხადა რულოვსმა.

იხილეთ ვიდეო: "ორ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის დიდი სხვაობაა, ერთი არის წინსვლა, მეორე კი უკუსვლა" - სანდრა რულოვსი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო