კახა კალაძე - როდესაც დეკემბერი მოვა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან ერთად, რა და როგორ გავაკეთოთ

როდესაც დეკემბერი მოვა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, რა და როგორ გავაკეთოთ, - ასე უპასუხა თბილოსის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, მოსთხოვა თუ არა თბილისის მერიამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება საახალწლო ღონისძიებების გამართვის გამო ზაზა სარალიძეს და აქციის სხვა მონაწილეებს.

კახა კალაძის თქმით, მათ მიმართეს აქციის მონაწილეებს, რომ დეკემბრის 15 რიცხვში მიიღონ გარემოებად, რომ იგეგმება მთელი რიგი ღონისძიებების გამართვა და შეცვალონ დრო და ადგილი.

"არც მე და არც მერიას არ აქვს იმის უფლებამოსილება და პრეროგატივა, რომ დაუშვას ან აუკრძალოს კარვის გაშლა კონკრეტულ ადამიანებს. ჩვენს წერილში წერია, რომ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" საქართველოს კანონის მეათე მუხლის შესაბამისად იმოქმედონ და დეკემბრის 15 რიცხვში მიიღონ გარემოებად, რომ იგეგმება მთელი რიგი ღონისძიებების გამართვა და შეცვალონ დრო და ადგილი. ჯერ დეკემბრამდე არის დრო. როდესაც დეკემბერი მოვა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, რა და როგორ გავაკეთოთ. წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს