კახა კალაძე - პატრიარქის ინიციატივა საინტერესოა

პატრიარქის ინიციატივა საინტერესოა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც შეეხება მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ათასი მოწამის სახელობის ხეივნის ან ტაძრის აშენებას. კალაძის თქმით, პატრიარქის სიტყვები მისთვის ბევრს ნიშნავს.

"მოვისმინე ჩვენი უწმინდესის განცხადება. ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს უწმინდესის სიტყვები. საკმაოდ საინტერესო ინიციატივაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საინტერესო პროექტი განხორციელდეს ქალაქისა და თბილისელებისთვის ამ მიმართულებით", - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

მეტეხის ხიდთან სანაპირო მთლად მორწყული იყო მოწამეების სისხლით და იქ უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. უწმინდესმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის მერი ამ ინიციატივას გაითვალისწინებს. "მეტეხის ხიდთან სანაპირო მთლად მორწყული იყო მოწამეების სისხლით და მანდ უნდა იყოს ხეივანი ან რაღაც, მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი. ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი. იმედია, ჩვენი მერი იფიქრებს ამაზე. წმინდა 100 ათასი მოწამის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს", - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს