გრიგოლ ვაშაძე - "გარანტიის სერტიფიკატები" არ არის ამომრჩეველის მოსყიდვა, არამედ სოციალური კონტრაქტია

"გარანტიის სერტიფიკატები" არ არის ამომრჩეველის მოსყიდვა, არამედ სოციალური კონტრაქტია, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის შექმნამდე იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

"ამომრჩევლის მოსყიდვა ეს არ არის, არამედ ეს არის სოციალური კონტრაქტი, რომელიც ამომრჩეველთან გვაქვს. ეს დავიწყეთ ჯერ კიდევ გაერთიანებული ოპოზიციის შექმნამდე. ჩვენ როგორ ვაპირებთ ამის შესრულებას?! - კორუფციისგან ეკონომიკის გათავისუფლება, ბიუჯეტის უფრო ყაირათიანად ხარჯვა მოხდება. არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში 50 მილიონი მიღებებსა და სადილებზე იხარჯებოდეს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო