საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში გამართულ უკანონო "არჩევნებს" გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში გამართულ უკანონო "არჩევნებს" გმობს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, უკანონო არჩევნები უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და უკრაინის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2018 წლის 11 ნოემბერს უკრაინის განუყოფელ, აღმოსავლეთ რეგიონებში - ე.წ. "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში" ორგანიზებულ ე.წ. არჩევნებს. მსგავსი უკანონო "არჩევნების" ჩატარება რეგიონებში, სადაც რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის გამო უკრაინის ხელისუფლება ვერ ახორციელებს თავის ლეგიტიმურ იურისდიქციას, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და წარმოადგენს უკრაინის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას. აღნიშნული სრულად ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს და ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ურყევად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა