ქუთაისში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

"სოლიდარობა შვილმოკლულ მამებს!", "არა, უსამართლობას!", - ამ ლოზუნგებით ქუთაისში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებმა შვილმკვდარ მამებს სოლიდარობა გამოუცხადეს და ხელისუფლების ქმედებები დაგმეს.

მათი თქმით, ქუთაისელი ახალგაზრდები წუხელ თბილისში განვითარებული მოვლენებს გამოეხმაურნენ. "დაუშვებელია, ადამიანის უფლებების შელახვა. წუხელ ვიხილეთ, როგორ მოექცნენ ადამიანებს მათი უფლებების დაცვის გამო. ქუთაისელი ახალგაზრდები ყოველთვის გამოხატავენ პროტესტს ამგვარი ქმედების გამო და დღესაც შევიკრიბეთ, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს. ვგმობთ ამგვარ ქმედებას და ხელისუფლებას მოვუწოდებთ პასუხისგებაში მიეცენ ყველანი, რომელთაც ბრალი მიუძღვით გამოუძიებელ საქმეებში", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა თედო მესხმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო