ეკა ბესელია - ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური პროცესის ერთმანეთში აღრევა

ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური პროცესის ერთმანეთში აღრევა, - აღნიშნული განცხადებით “ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია 10 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

ბესელიამ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ სააპელაციო სასამართლოში დაწყებულია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა და გამოტანილი განაჩენის გადახედვა.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე და ყველა მხარე მართლმსაჯულებას უნდა მიჰყვეს. დეპუტატის თქმით, პარლამენტი ვერც ვერავის დაიჭერს და ვერც გაათავისუფლებს და მოთხოვნა ამის შესახებ, არასამართლებრივია.

“შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, აქციის გამართვის უფლება, ეს რომ კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებაა და სახელმწიფოსა და ხელისუფლების მხრიდან ამ უფლებისათვის ყველა პირობის შექმნა არის ვალდებულება, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით - განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც გამოხატვის თავისუფლებისათვის ბევრი ვიბრძოლეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლება იყოს დაცული. იმის გათვალისწირებით, რომ შეკრებისა და გამოხატვის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ის შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში შეიზღუდოს, სწორედ შეზღუდვის პროპორციულობაზე შეიძლება ვისაუბროთ. როცა პოლიციელები და სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებენ და ამბობენ, რომ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, რაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, მათ უნდა შეაფასონ ამ შეზღუდვის აუცილებლობა არის თუ არა. ერთის მხრივ, ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ გამოხატვის უფლება ყველა ადამიანს ჰქონდეს - იქნება ეს შვილმკვდარი მამა თუ ნებისმიერი მოქალაქე, რომესაც შეიძლება პროტესტი ჰქონდეს. მეორეს მხრივ, თუკი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოხდება, გაკეთდება განმარტებები, რაზეც შს მინისტრი საუბრობდა, რომ არსებობს გარკვეული ინფორმაციები, რომ საზოგადოების უსაფრთხოებისა და დაცვისთვის უნდა მოხდეს რეაგირება და დაცული იყოს სხვათა უფლებები“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა