ეკა ბესელია - სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, როცა სამართალი მართლაც ჩვენს მხარეს იყო, პოლიციელებს თავში არ ვურტყამდით, არ ვძალადობდით - მაშინ ძალადობდნენ ჩვენზე

სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, როცა სამართალი მართლაც ჩვენს მხარეს იყო, პოლიციელებს თავში არ ვურტყამდით, არ ვძალადობდით - მაშინ ძალადობდნენ ჩვენზე და როცა გვარბევდნენ, საპასუხო ძალადობაზეც არ გადავდიოდით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება ქვეყანაში დაცული უნდა იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ, მოქალაქეებმა არ უნდა იძალადონ სამართალდამცველებზე, რომლებიც აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას იცავენ.

“მესმოდა შედარება, როცა 2007 წლის 7 ნოემბერს დაგვარბიეს, როცა 2008 წელს დაგვარბიეს, როცა იყო საკნების აქცია რუსთაველზე - დიახ, ჩვენ ბევრი აქცია გამოვიარეთ, ბევრი საპროტესტო გამოსვლა გვქონდა და წლები ვიბრძოდით, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი შეცვლილიყო. მაშინ გაცილებოთ მეტი ადამიანი იდგა ქუჩაში, რაც კი ოდესმე ყოფილა. პრაქტიკულად ყველა, მინუს ერთი, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იყო. იმ პერიოდში, როცა სამართალი მართლაც ჩვენს მხარეს იყო, პოლიციელებს თავში არ ვურტყამდით, არ ვძალადობდით - მაშინ ძალადობდნენ ჩვენზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა