ირაკლი ბათიაშვილი - თუკი  წარსული მობრუნდა, მაშინ აღარავინ უნდა დასვას ის ცნობილი კითხვა - „გვეშველება რამე?“ - მერე უკვე კარგა ხნით არაფერი გვეშველება

თუკი წარსული მობრუნდა, მაშინ აღარავინ უნდა დასვას ის ცნობილი კითხვა - „გვეშველება რამე?“ - მერე უკვე კარგა ხნით არაფერი გვეშველება, - ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილმა თელავში გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტრაგედიაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილზე საუბარი უწევთ. ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ახლანდელი მთავრობის პირობებში განვითარების და ქვეყნის გადარჩენის პერსპექტივა მაინც არსებობს.

„წესით და რიგით დღეს ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე, რის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი დგას. წინ უნდა ვიხედებოდეთ, მომავლისკენ და წარსულის რეციდივებზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ. ტრაგედიაა, რომ კვლავაც გვიწევს საუბარი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სააკაშვილზე.

მე კარგად მესმის ჩვენი ხალხის. მათ უჭირთ და ამის გამო არის ნეგატიური მუხტი. უჭირს გლეხს, მუშას, პედაგოგს, მეცნიერს. მაგრამ ერთი რამ კარგად უნდა გვახსოვდეს - მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში არსებული ნეგატივებისა, დღეს ჩვენ ამ მთავრობის პირობებში ჯერ კიდევ მაინც გვაქვს განვითარების და ქვეყნის გადარჩენის პერსპექტივა. სააკაშვილის და ბნელი ძალის დაბრუნების შემთხვევაში კი დიდი ხნით დასამარდება საქართველოს მომავალი, რაც არ უნდა დავუშვათ. თუკი ეს წარსული მობრუნდა, მაშინ აღარავინ უნდა დასვას ის ცნობილი კითხვა - „გვეშველება რამე?“ - მერე უკვე კარგა ხნით არაფერი გვეშველება.

არასდროს ვყოფილვარ დღევანდელი ხელისუფლების ადვოკატი, მაგრამ ნუ მოვიტყუებთ თავს იმ პროპაგანდით, რომ „ძველი ხელისუფლება ბოროტი და მკვლელი იყო, მაგრამ საქმეს აკეთებდა“, რა საქმეს აკეთებდა? გამოვიდეთ ამ სიბრმავიდან და ილუზიიდან. ერთი თეთრი დახმარება არ მიუცია იმ ხელისუფლებას გლეხისთვის, ერთი წვეთი ღვინო და ერთი გრამი ვაშლი არ გასულა საქართველოდან - ფაქტია, ადრე თუ გვიან ეს კატასტროფით დამთავრდებოდა მთელი ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის. მადლობა ღმერთს ახლა მთლად ასე არ არის საქმე”, - აღნიშნა მან.

ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიმართ ის ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი, თუმცა, შეკრებილებს მოუწოდა, რომ არ მოექცნენ ტყუილში, „როდესაც ადამიანების ცნობიერების პროპაგანდისტულ ბომბარდირებას ახდენს ერთი ტელევიზია - „რუსთავი 2“.

„ისინი 24 საათიან რეჟიმში ცდილობენ გამორეცხონ ადამიანების ტვინი. მათი და იმ ძალის მიზანი, რომლის ტელევიზიასაც ის წარმოადგენს, არის მასობრივი დესტაბილიზაციისა და არეულობის მომზადება და ამ არეულობის ტალღაზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლა, ან პირდაპირ ისე მოსვლა, როცა პარლამენტში შემოვარდნენ და დახტოდნენ მაგიდებზე. ეს არის მათი გეგმა”, - აღნიშნა მან.

ირაკლი ბათიაშვილმა ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს სამძიმარი გამოუცხადა. მისი შეფასებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ამ ტრაგედიას სპეკულაციისთვის იყენებს.

„ბევრი გულგაციებული და განაწყენებული ადამიანია, თუმცა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ იმ ბნელი ძალის მობრუნება დაკავშირებული იქნება მასობრივ არეულობასთან. ყველა უნდა დაირაზმოს და ყველამ უნდა გააკეთოს ერთადერთი სწორი, გონივრული არჩევანი, ის არჩევანი, რომელიც საქართველოს მომავალს სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა