პირველად საქართველოში ქართული ხელნაწერების 3D ვიდეო-ინსტალაცია გაიმართება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, 12 ნოემბერს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციის 3D ვიდეო-ინტალაცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ღონისძიების სტუმრები იქნებიან საქართველოს მთავრობა, დიპლომატიური კორპუსი, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, დონორი ორგანიზაციები და საქართველოს პატრიარქი ილია II.

„საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და კულტურული მემკვიდრეობის საცავია. მის კოლექციებში შემონახულია როგორც საეკლესიო, ასევე საერო შინაარსის უნიკალური ხელნაწერები - ძვირფასი ქვებით მოჭედილ ყდებში ჩასმული მდიდრულად მოხატული სახარებები, ასევე, ასტროლოგიური, „ქართლის ცხოვრების“, „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი რუკები და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველად საქართველოში, აღნიშნული უძვირფასესი კოლექციის პრეზენტაცია განხორციელდება 3D ვიდეო-ინსტალაციის გამოყენებით.

„თანამედროვე, კონცეპტუალური ხედვით დამთვალიერებელი მიიღებს ინფორმაციას ქართულ იდენტობაზე და საქართველოს ინტელექტუალურ-კულტურულ წარსულზე. გამოფენა ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას, სააართველოს პოზიციონირებას ევროპაში და ტურისტული პოტენციალის გამვითარებას. ინსტალაცია, თავისი კონცეფციითა და ესთეტიკით, ღირსეული გზავნილი იქნება მსოფლიოს კულტურულ სივრცეში“, - განაცხადა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაალ აბაშიძემ.

ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე წიგნის პრეზენტაცია, მათ შორის გამომცემლობა „ბაკმის“ მიერ გამოცემული ბეგთაბეგისეული „ვეფხისტყაოსნისა“ და ავტორთა კოლექტივის მიერ შექმნილი წიგნისა „ქართული ხელნაწერი“.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება