გედევან ფოფხაძე - შეიძლება პროტესტის გამოხატვაც მოხდეს და ნაძვის ხეც დაიდგას

მუნიციპალიტეტს მარტივად შეუძლია საპროტესტო ჯგუფს უთხრას: საპროტესტო აქციის ჩატარება რაღაც ღონისძიებაში ხელს მიშლის და გამოხატვის თავისუფლება გამოავლინეთ სხვაგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

მისი თქმით, შეიძლება პროტესტის გამოხატვაც მოხდეს და ნაძვის ხეც დაიდგას. “მუნიციპალიტეტს აქვს დისკრეცია, რომ როცა გამოხატვის თავისუფლება გარკვეულ ფორმებს საჭიროებს, მან საპროტესტო ჯგუფს ალტერნატიული ფორმები შესთავაზოს და აწარმოოს მოლაპარაკება, თუ რა ფორმით მოხდება საპროტესტო აქციის გამართვა. მოლაპარაკება აბსოლუტურად ლეგიტიმურია და ამაში ქვეტექტების დანახვა აბსოლუტურად არასწორია თუ შეგნებულად არ ცდილობ ამ ქვეტექსტების შექმნას“, - განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.

რაც შეეხება გუშინ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს, ფოფხაძე ამბობს, რომ “არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია და პარლამენტი ის ორგანო არ არის, ვინც დაადგენს, ვინ არის საქმეში მტყუანი და მართალი“.

“როდესაც ეპიცენტრი პოლიტიკურ პროცესზე გადადის, ამით თვითონ საქმე ზარალდება. ასევე ზარალდება პოლიტიკური პროცესი, სადაც ისეთი ელემენტები შემოდის, რაც პოლიტიკურ პროცესს აზრს აკარგვინებს. ხორავას ქუჩის საქმეზე ჭეშმარიტება და მართლმსაჯულება სასამართლომ უნდა აღასრულოს. ამას პოლიტიკური პროცესი არ სჭირდება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა