მამუკა ბახტაძე პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრემიერის თქმით, პოლონეთი ყოველთვის ერთგულად დგას საქართველოს გვერდით და იცავს საქართველოს ინტერესებს.

“ვულოცავ პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოსთვის ძალიან ღირებულია ქართველ და პოლონელ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებად იქცა. პოლონეთი ყოველთვის ერთგულად დგას საქართველოს გვერდით და იცავს ჩვენს ინტერესებს. ჩვენთვის ძალიან ღირებულია პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ქართველი ხალხი დიდად აფასებს პოლონეთის განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ასევე, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის" ინიციატორი ქვეყნის როლს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საქმეში. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ხელს შეუწყობს ჩვენს ერებს შორის მეტად დაახლოების საქმეს”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა