ვლადიმერ პუტინი ამერიკელ კოლეგასთან საუბარს ადასტურებს, კრემლის პრესმდივანი კი უარყოფს

პარიზში, სადაც პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება, რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის საუბარი შედგა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

კითხვაზე - შედგა თუ არა მათ შორის საუბარი და როგორ ჩაიარა ამ საუბარმა, ვლადიმერ პუტინმა უპასუხა: „დიახ“ და „კარგად“.

მანამდე კი პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სადღესასწაულო სადილზე ორ პრეზიდენტს შორის საუბარი არ შემდგარა, ისინი ერთმანეთს მხოლოდ მიესალმნენ. „მოლაპარაკებების შესაძლებლობა არ ყოფილა“, - აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა.

სააგენტოს მანამდე წყარომ განუცხადა, რომ სადილის დროს ლიდერების ადგილები მაგიდასთან შეცვალეს და შესაბამისად, ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ვერ ისაუბრეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა