„ქართული ოცნების“ ოფისთან თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის გამართვა იგეგმება

ორშაბათს „ქართული ოცნების“ ოფისთან თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის გამართვა იგეგმება.

როგორც ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, ახლოვდება მისი შვილის დაბადების დღე, ელოდება, მხარდამჭერების ჩამოსვლას პანკისის ხეობიდან და ხვალისთვის გეგმავენ „ქართული ოცნების“ იმ ოფისთან შეკრებას, სადაც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი მუშაობს.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ის ადამიანები არიან შეკრებილი, ვინც მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს. როგორც ჟურნალისტებსთან საუბრისას ზაზა სარალიძემ აღნიშნა, შაბათს, პარლამენტთან განვითარებული პროცესების დროს პოლიცია ორ ნაწილად იყო გაყოფილი - ცალკე იყო საპატრულო პოლიცია და ცალკე კრიმინალური პოლიცია, რომელმაც პროვოკაცია მოაწყო.

„ეს იყო წინასწარი გაფრთხილება, რომ შესაძლოა სამართალდამცველებმა რამე მოგვიწყონ. პოლიციისგან მივიღე უარი ჩემს შეთავაზებასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი თანდასწრებით მოხდეს კარვების შემოწმება“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

შვილმკვდარი მამები ამბობენ, რომ მათი აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი შვილების მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეს პასუხი არ გაეცემა.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი შეუერთდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა