ბიუროს წარედგინება დადგენილების პროექტი, რომლის თანახმად, შსს-მ და პროკურატურამ 10 დღეში უნდა დადონ ანგარიში, თუ როგორ ასრულებენ ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებს

ორშაბათს პარლამენტის ბიუროს წარედგინება დადგენილების პროექტი, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ 10 დღის ვადაში უნდა დადონ ანგარიში, თუ როგორ ასრულებენ ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებს.

დადგენილების პროექტი „ევროპული საქართველოს“ მიერ არის ინიცირებული და როგორც ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განუცხადა, ამ მხრივ არავითარი წინსვლა არ არის. მისი თქმით, უმრავლესობის წევრებს ბიუროს სხდომაზე მოუწევთ შეაფასონ სამართალდამცავთა ის უკანონო ქმედება, როცა დემონსტრანტებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს.

„ეს იყო ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რასაც უმრავლესობამ პასუხი უნდა გასცეს. უმრავლესობის წევრები თავადაც ვერ უარყოფენ, რომ დემონსტრანტებს კარვის გაშლის კონსტიტუციური უფლება ჰქონდათ“, - აღნიშნა სერგო რატიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა