რუმინეთში ავტომანქანა სავაჭრო ცენტრში შევარდა

რუმინეთის ქალაქ ბრეილაში ავტომანქანა სავაჭრო ცენტრის შესასვლელში შევარდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის ორი - 11 და 13 წლის მოზარდები არიან. ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ იუწყება.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მანამდე მძღოლმა სატრანსპორტო საშუალების ფლობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავისას თავისი მგზავრი დანით დაჭრა, შემდეგ გზაზე ორ ადამიანს დაეჯახა, ბოლოს კი სავაჭრო ცენტრში შევარდა.

სამართალდამცველებმა 20 წლის მძღოლი დააკავეს, რომელსაც სისხლში ალკოჰოლი აღმოაჩნდა. მთლიანობაში, დაშავებულია ათი ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო