გიორგი ქობულია „გლობალური მეწარმეობის კვირეულს“ გახსნის

ტექნოპარკში ორშაბათს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია „გლობალური მეწარმეობის კვირეულს“ გახსნის. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ,,გლობალური მეწარმეობის კვირეული’’ არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სამეწარმეო პროექტი, რომლის მიზანია სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირება, ეკოსისტემის ლიდერების დაკავშირება, მეწარმეობის პოპულარიზაცია და დამწყები მეწარმეების მოტივაცია/მხარდაჭერა.

პროექტის ფარგლებში, ყოველი წლის ნოემბერში, 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000 -ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 20 მილიონზე მეტი ადამიანი.

ღონისძიებაში მონაწილეობენ მთავრობისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე სამეწარმეო ექსპერტები, ახალგაზრდა მეწარმეები, სტარტაპები და ა.შ.

გლობალური მეწარმეობის კვირეული ხორციელდება გლობალური სამეწარმეო ქსელის მიერ, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანაორგანიზებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო