„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 3056 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, ახალუბანი, წილკანი, წეროვანი, ერედა და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 15:00 საათამდე 2915 აბონენტს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ყანობი, გარბანი, გველეთი, ხურთისი, სტეფანწმინდა და მიმდებარე სოფელბში, 11:00-დან 15:00 საათამდე 925 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში არაგვისპირი, ბოდორნა, ჩინთი, ჟინვალი, ვარცლა, არანისი, ჭოპორტი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა