„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ლანჩხუთის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს  განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ლანჩხუთის გაზგამანაწილებელი სადგურის DN-500მმ განშტოებაზე გამოვლენილი ბუნებრივი გაზის გაჟონვის ლიკვიდაციის მიზნით სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ აცნობეს, სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მილსადენზე შეკეთდება დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურება კოროზიული ხვრელები. ასევე, აღდგება მილსადენის ანტიკოროზიული და საიზოლაციო საფარი. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს 05:00 საათიდან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ლანჩხუთს, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფლებს - შუხუთსა და გვიმლაურს.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა