ლოკომოტივის ახალმა სარაგბო ბაზამ საიუბილეო ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა

დიღომში მდებარე სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის“ ახალ ბაზაზე ვეტერან მორაგბეებს შორის საიუბილეო მატჩი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ერთმანეთს შეერკინენ თბილისის „ლოკომოტივი“ და ამსტერდამის რაგბის კავშირის ვეტერანები.

აღსანიშნავია, რომ მატჩს წაუძღვა ყოფილი მორაგბე, ვეტერანი მსაჯი, თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი მენეჯერი და ცნობილი სატელევიზიო კომენტატორი 1972 წლიდან, თემურ ჯაფარიძე.

ქართველი მორაგბეები მოედანზე შინდისფერი კვართებით გამოვიდნენ. ქართველ და ჰოლანდიელ ვეტერანებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სამახსოვრო მედლები გადაეცათ.

ცნობისთვის, დიღომში მდებარე ახალი სარაგბო ბაზა სრული აღჭურვილობით და სასტუმრო კომპლექსით თბილისის „ლოკომოტივს“ 2 კვირის წინ გადაეცა. სწორედ 2 კვირის წინ საქართველოს რაგბის კავშირმა საქველმოქმედო ფონდისგან „ქართუ“ მფლობელობაში კიდევ სამი, თანამედროვე სტანდარტების ახალი კომპლექსი მიიღო. ქართულ სარაგბო ინფრასტრუქტურას შეემატა ორი ახალი ბაზა თბილისში, ერთი კი, თელავში. 3 ახალი სარაგბო კომპლექსის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 18 800 000 ლარზე მეტია. ყველა კომპლექსს აქვს ბუნებრივ და ხელოვნურ საფარიანი მოედნები. თბილისში ტრიბუნები 2 344 მაყურებელზეა გათვლილი, თელავის კომპლექსის ტრიბუნები კი 2 244 მაყურებელს იტევს.

სარაგბო კომპლექსებში ასევე გათვალისწინებულია: ყინულის და საცურაო აუზები, ძალოსნობის დარბაზები, ღია სარეკრეაციო ზონები, ვიდეო-ანალიზის ოთახი, საკომენტატორო ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2020
ვახტანგ ძაბირაძე - იმ ვითარებაში, როგორშიც ახლა ოპოზიციაა, ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს ძალაუფლების შენარჩუნების შანსი
რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს?
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება 24 საათში 39 ლარად არის შესაძლებელი
სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება
კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი გამოავლინა