პარლამენტის შენობის წინ, ამ დროისთვის 15 კარავია გაშლილი

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ამ დროისთვის 15 კარავია გაშლილი. როგორც ჟურნალისტებს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, თუ საჭირო იქნება კარვების რაოდენობა გაიზრდება.

„პარლამენტთან აქცია გრძელდება. კარვები არის დადგმული, თუ საჭირო გახდება, დავამატებთ. აქცია არ დაიშლება, ვიდრე ყველა დამნაშავე, ვის დასჯასაც ჩვენ მოვითხოვთ, არ დაისჯებიან“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

კარვები არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ორი დღის წინ დაიდგა.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტის შენობის წინ, ამ დროისთვის 15 კარავია გაშლილი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა