ივანე მაჭავარიანი „ნაციონალების“ ინიციატივაზე - ეს არის ბოლშევიზმი

ეს არის ბოლშევიზმი, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტების კითხვას "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოსახლეობას კრედიტების დაფარვას ჰპირდება.

"ხომ იცით, მაგას რაც ჰქვია?! ეს არის ბოლშევიზმი", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გეგმავს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საბანკო სექტორისგან დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაუროს, ასევე, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ვალების გადახდაზე 2-წლიანი მორატორიუმი გამოაცხადოს.

იხილეთ ვიდეო: "ეს არის ბოლშევიზმი" - ფინანსთა მინისტრი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო დაპირებას ეხმაურება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა