ტერეზა მეი - ლონდონი ღია არის მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, თუმცა საამისოდ რუსეთმა ქცევის მანერა უნდა შეცვალოს

ლონდონი ღია არის მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, თუმცა საამისოდ რუსეთმა ქცევის მანერა უნდა შეცვალოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა.

„გასულმა წელმა ცხადყო, რომ საფრთხეები რეალურია. ჩვენ ვიხილეთ არა მხოლოდ ქიმიური იარაღის გამოყენება რუსეთის დაზვერვის აგენტების მიერ ჩვენს ქუჩებზე, არამედ ჩვენი მზადყოფნაც, რეაგირება მოგვეხდინა. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად სოლსბერიში თავდასხმას რუსი დიპლომატების უპრეცედენტო გაძევებით ვუპასუხეთ“, - აღნიშნა ტერეზა მეიმ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა რუსეთთან სხვა ურთიერთობების აშენების შესაძლებლობას უშვებს.

„როგორც ერთი წლის წინ განვაცხადე, ჩვენ რუსეთთან ასეთი ურთიერთობები არ გვსურს. ჩვენ ღია ვართ სხვა ტიპის ურთიერთობებისთვის, როდესაც რუსეთი შეწყვეტს თავდასხმებს, რომლებიც ძირს უთხრიან საერთაშორისო შეთანხმებებს და საერთაშორისო უსაფრთხოებას. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო ამ გზას აირჩევს. თუ ეს მოხდება, ჩვენ შესაბამისად ვუპასუხებთ“, - დასძინა მან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა