კახა კალაძე - დეკემბერში მოსახლეობასთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა და როგორ გავაკეთოთ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით

დეკემბერში მივიღებთ გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან ერთად, რა და როგორ გავაკეთოთ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ საახალწლო ღონისძიებები 15 დეკემბრიდან არის დაგეგმილი და მანამდე გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსახლეობასთან შეთანმებით.

"საახალწლო ღონისძიებები დაგეგმილია დეკემბერში, როგორც ეს ხდებოდა ყოველთვის. როდესაც წერილი შემოიტანა ზაზა სარალიძემ ჩვენ ვიყავით ვალდებულნი 3 დღის განმავლობაში პასუხი გაგვეცა. გვქონდა ეს ვალდებულება იმიტომ, რომ დედაქალაქის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ღონისძიებები დეკემბრის თვეში. შესაბამისად, წერილში ეს ყველაფერი არის მოცემული, რომ 15 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთება არის ტრადიცია და ეს კახა კალაძის და თბილისის მერიის მოგონილი არ არის. შესაბამისად, ამ ღონისძიებებს სჭირდება მომზადება დაახლოებით, 7-10 დეკემბრიდან.

ამ ფონზე "რუსთავი 2" გუშინწინ აწვდიდა ცრუ ინფორმაციას მთელი საღამოს განმავლობაში საზოგადოებას, კონკრეტულად ამაში ჩართული იყო პარტიული ტელევიზიის დირექტორი გვარამია, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს კარვების გაშლას ხელს უშლიდა დედაქალაქის მერია, რომ იქ უნდა დადგმულიყო ნაძვის ხე. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი, დიდი სიცრუე, რომელშიც გამოვიჭირეთ "რუსთავი 2",- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ზაზა სარალიძე არ დატოვებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას 15 დეკემბრამდე, რას გეგმავს თბილისის მერია და გაიყვანენ თუ არა მას ძალის გამოყენებით? კალაძემ ასე უპასუხა: "დაველოდოთ კიდევ ერთი თვე, დეკემბერში მივიღებთ გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან ერთად რა და როგორ გავაკეთოთ",- განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს