იური მეჩითოვი - შექმნილია მითი, რომ 9 აპრილს ნიჩბებით დაგვჩეხეს -  ადამიანები ჩახოცეს, როდესაც ადგილი არ დაუტოვეს გასაქცევი, როდესაც შეიქმნა ჭყლეტა და გამოყენებული იყო გაზი

აღშფოთება იმიტომ მოხდა ჩემს ნათქვამზე, რომ შექმნილია მითი, როდესაც ერთსა და იმავეს ამბობ, რომ 9 აპრილს ნიჩბებით დაგვჩეხეს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ვიდეო ჩართვისას ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა განაცხადა.

კერძოდ, გადაცემის წამყვანი კოკა კვირკველია დაინტერესდა იური მეჩითოვის ინტერვიუთი, რომელიც მან ტელეარხ Al Jazeera-ს მისცა, სადაც მეჩითოვი საუბრობს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზე და ამბობს, რომ იმ დღეს მოქალაქეები ასფიქსიით დაიღუპნენ.

იური მეჩითოვის თქმით, მისი ეს პოზიცია გამყარებულია არაერთი დოკუმენტაციით. ამასთან, იური მეჩითოვი აცხადებს, რომ ეს მისი პირადი პოზიციაა და აზრის ქონის და გამოხატვის უფლება მას გააჩნია.

„იმის შესახებ, რომ ხალხი ასფიქსიით დაიღუპა, არის სამედიცინო დასკვნები. მე ამ დოკუმენტაციას გავეცანი 29 წლის წინ, როდესაც ეს დიდი უბედურება და ტრაგედია მოხდა. მე ვეცნობოდი მასალებს. ეს დოკუმენტები იყო დამოუკიდებელი კომისიის მიერ შედგენილი, რომელსაც ელდარ შენგელაია ხელმძღვანელობდა და იყო კინოსტუდიის ფარგლებში შექმნილი.

მაშინ ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი იყო მენაღარიშვილი, რომელიც ძალიან ვაჟკაცურად იქცეოდა და პრაქტიკულად დადეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო. არავის არაფერი დაუმალავს. რატომღაც ყველას ჯარის გაშავება უნდოდა, როგორც ჩანს ეს იყო ტრენდი და ამ ტრენდის გამოყენებისთვის ყველაფერი გაკეთდა. რა თქმა უნდა, იყო გამოყენებული ბასრი იარაღი, იყო დაჭრილი ჩვენი ვაჟკაცები, რომლებიც იბრძოდნენ.

აღშფოთება იმიტომ მოხდა, რომ შექმნილია მითი. როდესაც შენ ერთსა და იმავეს ეუბნები, რომ დაგვჩეხეს ნიჩბებით და ასეთი რაღაც. მე როცა მეკითხებიან ვპასუხობ იმას, რაც ვიცი. თუ უნდა ავყვე საერთო დინებას? ეს ჩემი აზრია, რომელიც დაფუძნებულია დოკუმენტებზე, პირად საუბრებზე და გამოცდილებაზე.

შეიძლება სხვას სხვა ინფორმაცია აქვს, თუმცა პირდაპირ მოღალატედ ნუ ჩამთვლის.

რატომ უნდა ვიფიქრო იმაზე, რომ ვიღაც ჯარისკაცი დასდევდა დაუძლურებულ ქალბატონებს და უნდა მოეკლა ისინი, როდესაც მანდ იყვნენ ბიჭები, რომლებიც ებრძოდნენ მათ და იმათ არ მიიღეს სასიკვდილო ჭრილობები.

ეს ადამიანები ჩახოცეს, როდესაც ადგილი არ დაუტოვეს გასაქცევი, როდესაც შეიქმნა ჭყლეტა, როდესაც გამოყენებული იყო გაზი, რა თქმა უნდა ჩახოცეს. მე რას მედავებიან? რომ მაინცდამაინც ნიჩბებით არ იყო მოკლული? მე ასე ვიცი დოკუმენტებზე დაყრდნობით“, - განაცხადა იური მეჩითოვმა.

შეგახსენებთ, იური მეჩითოვმა ტელეარხ Al Jazeera-ს მიერ მომზადებულ ფილმში განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილს ხალხი ასფიქსიის გამო დაიღუპა. ამ განცხადებამ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: იური მეჩითოვის პირველ განმარტება Al Jazeera-სთან 9 აპრილზე გაკეთებულ განცხადებაზე და კამათი ჟურნალისტებთან - "სამართლიანადაც გაგინებთ სრულიად ერი"

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა