ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გოგა ხაინდრავას მათთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოსაწერად არ მიუმართავს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, გოგა ხაინდრავას ფინანსთა სამინისტროსთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოსაწერად არ მიუმართავს. ამის შესახებ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ხაინდრავასთვის არავის არაფერი უჩუქებია.

„რატომ აჩუქეთ ხაინდრავას დავალიანებაო და არ გვიჩუქებია, არც ვიცი რა დავალიანებაზეა საუბარი. ფინანსთა სამინისტროსთვის არ მოუმართავთ არანაირი საგადასახადო დავალიანების ჩამოსაწერად. მე ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ არ ვიცი. საქართველოში რამდენ კომპანიას აქვს საგადასახადო დავალიანებაო, წარმოგიდგენიათ რას მეკითხებით?!",- განაცხადა მაჭავარიანმა.

„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გოგა ხაინდრავას სახელმწიფო ბიუჯეტის 3 760 500 ლარის დავალიანება აქვს.

ხაინდრავას კომპანიას – „მიწათმოქმედთა ერთობას" 2014 წელს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 34 937 ლარად ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი მიწა გადასცა.

ტელეკომპანიის ცნობით, ღარიბაშვილის განკარგულებაში წერია, რომ მიზერულ ფასად მიწის მიღების შემდეგ ხაინდრავა ვალდებული იყო, თეთრიწყაროში 350 ათასი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, შეეძინა 150 ძროხა, მოეშენებინა ფუტკარი, აეშენებინა სათბური და ხალხი დაესაქმებინა.

„კურიერის" ინფორმაციით, ხაინდრავა ხელისუფლებისგან დავალიანების ჩამოწერას ითხოვს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს