38 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია მამუკა ბახტაძეს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართავს

38 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია პრემიერ- მინისტრ მამუკა ბახტაძეს საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართავს.

ამის შესახებ არასამთავრობოების წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიაში განცხადება შეიტანეს.

როგორც აშშ-ის და კანადის შესწავლის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი გიორგი მორგოშია აცხადებს, მსგავსი ინიციატივა უკვე იყო გაჟღერებული რამდენიმე თვის წინ, თუმცა ახლა მისი წერილობითი გამოხატვა მოხდა.

"აქ ვართ 38 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებიც პირდაპირ, ღიად ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს ახალგაზრდული მთავრობის მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივას, რომელიც გაჟღერდა რამდენიმე თვის წინ. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, განცხადების ფორმით მიგვემართა პრემიერისთვის, რომ გაითვალისწინოს ეს მიმართვა, რაც კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის",- განაცხადა მორგოშიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს