„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კონსულტაციები გრძელდება

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კონსულტაციები გრძელდება. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს მეორე ტურისთვის მზადება და აღნიშნა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

„კონსულტაციები პერმანენტულად მიმდინარეობს. შესაბამისად, მეორე ტურისთვის მზადება მიმდინარეობს. ჩვენ თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ვიქნებით იმაზე, თუ რა საჭიროებები გააჩნია ჩვენს საზოგადოებას. შესაბამისად, საარჩევნო პროცესები იქნება წარმართული კონსტრუქციულ, მშვიდ გარემოში, ჩვენი საზოგადოების პრობლემების მოგვარების კუთხით. არჩევნები ჩაივლის მშვიდ ვითარებაში და შესაბამისად, ქვეყანა აირჩევს ღირსეულ პრეზიდენტს", - განაცხადა მათიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა