დავით მათიკაშვილი - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჰააგაში ჩვენი ინტერესები ბოლომდე იყოს დაცული

მსოფლიოსთვის ცხადია და ნათელია, თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წელს, ეს არის რუსეთის ფედერაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ჰააგაში ყველა დავაში თავს მაქსიმალურად იცავს.

„ჩვენი სახელმწიფო ბოლომდე, მაქსიმალურად იცავს თავს ყველა იმ დავაში, რომელსაც ის აწარმოებს ნებისმიერ ინსტანციაში. აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები ბოლომდე იყოს დაცული და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას გამოტანილი. მთელი მსოფლიოსთვის ცხადია და ნათელია, თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წელს, ეს არის რუსეთის ფედერაცია. საქართველო თავის ტერიტორიაზე, ცხადია ომს ვერ დაიწყებდა. პასუხი უნდა იყოს გაცემული ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე და დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებაც იქნება ადეკვატური", - განაცხადა მათიკაშვილმა.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)